ევროკავშირმაც და ჩვენც ცხადად ვთქვით,რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერმა ბრიფინფზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების შეჩერებაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
"ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო და ისინი უფრო მართებულად გააკეთებენ ამაზე კომენტარს. მათ ცხადად თქვეს, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით, რომ როცა საქმე საქართველოსთანჩვენს ურთიერთობებს ეხება, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა", - თქვა მან. კითხვაზე, ძალაშია თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა, მილერი პასუხობს, რომ "ურთიერთობის გადახედვა კვლავ გრძელდება".