რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულებულია.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაცია დასრულდა", - თქვა პუტინა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც შვეიცარიაში უნდა გაიმართოს, მიზნად ისახავს ზელენსკის ლეგიტიმაციის დადასტურებას.
პუტინის მტკიცებით, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს. "ვისთან ვაწამოოთ მოლაპარაკება, ამჟამინდელი მეთაურის ლეგიტიმაცია დასრულდა", - თქვა მან.
პუტინის თქმით, ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხს "უკრაინაში უნდა გაეცეს პასუხი".
"ჩვენ უნდა შევხედოთ, რა წერია უკრაინის კონსტიტუციაში, რომელ სამთავრობო ორგანოებს აქვთ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით [უფლებამოსილების] გახანგრძლივების უფლება", - განაცხადა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტის რანგში, ვოლოდიმირ ზელენკის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა მაისში ამოიწურა. თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს, არჩევნების ჩატარება დაუშვებელია, შედეგად, ზელენსკის უფლებამოსილება ავტომატურად გახანგრძლივდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან მოლაპარაკებების განახლების მომხრეა. მისი თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს "ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც მიღწეული იქნა ბელარუსისა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს და დედამიწაზე განვითარებული დღევანდელი რეალობის საფუძველზე".
შეგახსენებთ, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინი მზად არის უკრაინასთან ზავზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჯარები დარჩებიან ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე.