ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.
სანქციები მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას, ფინანსური სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.
„ევროკავშირის საბჭომ დღეს სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტა კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
სანქციები 2 600-ზე მეტი რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება.