უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, ვოლოდიმირ ზელენსკი აქ ბრძანებებს ვერ გასცემს,
„მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ ბუდაპეშტში 15 მარტს დაგგემილ სამშვიდობო მარშში და რათა კიევის ზეწოლის წინააღმდეგ ერთიანობა გამოხატონ.
ორბანის თქმით, უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბით“ უნგრეთის შანტაჟს უკვე მეცხრამეტე დღეა, აგრძელებს.
„დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ორბანმა.