საუდის არაბეთმა ირანი გააფრთხილა შესაძლო მკაცრი ზომების შესახებ მის ტერიტორიაზე შემდგომი თავდასხმების შემთხვევაში. კერძოდ, ერ რიადმა შესაძლოა აშშ-ს საუდის არაბეთის სამხედრო ბაზებზე წვდომა მისცეს. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, შესაბამისი სიგნალი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის საუბრის დროს გაისმა.
საუდის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს დიპლომატიურ შეთანხმებას და აქამდე არ დაუშვა მისი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.
შემდგომი თავდასხმების შემთხვევაში, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამეფომ შეიძლება საპასუხო ზომებს მიმართოს.
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა და თავს დაესხა ამერიკულ სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში - კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, ქუვეითში, საუდის არაბეთსა და იორდანიაში. აფეთქებები დაფიქსირდა დუბაიში, აბუ-დაბიში და ერ რიადში.