მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, 14 მარტს, შუადღეს მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო. მისი განცახდებით, მოსკოვთან ახლოს სულ მცირე 39 დრონი ჩამოაგდეს.
დღის განმავლობაში მან სოციალურ მედიაში რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს დრონები, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. მოსკოვის მერს თავდასხმების შედეგებზე ცნობები არ გაუვრცელებია.
ამასთან, დღეს „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში მუშაობა დროებით შეზღუდული იყო.