სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში. მათი {„ქართული ოცნებსი“}უტიფარი განცხადებები კი, კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს, განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში,“- საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავან განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა თბილისის მერის კახა კალაძის ჟურნალისტთან დაპირისპირებაზე, რა დროსაც კალაძემ ჟურნალისტს თავხედი და ნაძირალა უწოდა.
„სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში.ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც მიმართა დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე და ასევე იმაში, რომ დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ბრაზი გადაუვლის საზოგადოებას, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ყვ პირველის ეთერში.