ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი ქართველებისთვის.
“მინდა, ნათლად განვუცხადო ქართველ ხალხს და ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასაც, პარლამენტს, პოლიციას, სამხედროებს, მასწავლებლებს, ექიმებს და ადამიანებს ქუჩაში. მე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ევროპული საქართველოს მხარეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, ყველა ჩვენ, ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, ლატვიელები, ლიეტუველები, გამოვედით რკინის ფარდის მიღმიდან და ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გაერო და ნატო ჯერ კიდევ შორს იყო და წამოვიღეთ მხოლოდ ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენები და ვთქვით, რომ საკმარისია ეს წამება, ეს ყველაფერი, რაც იყო, რომ საჭიროა წესები, რომელიც ადამიანის უფლებებს დააყენებდა ცენტრში. ჩვენ გვქონდა სხვადასხვაგვარი გზა. ჩვენ ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან ჩვენს მიზნებსა და შესაძლებლობებში.
„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ. ხუთი თვის შემდეგ ჩვენ შევედით ნატო-ში და შემდეგ ევროკავშირში, და ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა. ამის შემდეგ უკრაინელები დადგნენ ფეხზე ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და იყო შეგრძნება, რომ ახალი მომენტი დადგა დატყვევებული ერებისთვის, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს თავს, ჩვენს თავისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ. ცხადია, რომ ისტორია აქ არ სრულდება. მოსკოვი არ არის დაინტერესებული ბედნიერი დასასრულით და მუდმივად მუშაობს ჩვენს დასაყოფად, რომ ჩვენ საკუთარ თავში დავეჭვდეთ.
ჩვენ ერთად ვდგავართ იმიტომ, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები, გვაქვს რწმენა ევროპული ღირებულებების. უკრაინელები იღუპებიან ყოველ დღე ევროპის თავისუფლებისთვის, ბელარუსებს აქვთ ოცნება, რომ ილაპარაკონ, ამოიღონ ხმა, KGB-ს თვალყურის გარეშე. მე არ მინდა საქართველოსთვის ეს მომავალი. მე მინდა ქართველი ხალხისთვის მომავალი, სადაც ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება.
ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მაგრამ ყველა ჩვენგანმა ჩვენით უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი.
ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: სად მივდივართ? - თქვა მან.
ფოტო: რადიო თავისუფლება