გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცახდებს, რომ "უცხოელი აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაშიც კი, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება.
"დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო.
ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ საქართველოს პარლამენტში, შეაჩერეთ "უცხოელი აგენტების კანონი"!
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში "უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება," - წერს როთი X-ზე.
მიხაელ როთი, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, თბილისში იმყოფება.