დღეს, 12:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილს განცხადებით, საკუთარ სახლთან, სადაც ის ერთი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. ნიღბიანი პირები დახვდნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.
ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო - დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხო არ ფლობთ ინფორმაციას?” - წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში.