ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "ფორმულას" ჟურნალისტს, რომელმაც შეკითხვა დაუსვა დემონსტრანტების რეზინის ტყვიებით დარბევასთან დაკავშირებით: "არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუება შსს და თქვენ?" - ჰკითხა ჟურნალისტმა კალაძეს.
კალაძემ ჟურნალისსტს უთხრა, რომ ის თავხედი და ნაძირალაა.
"ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა. ბატონო კახა კი არა, მოიკითხე-მეთქი ოჯახში...უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ. უზრდელო შენ. შენ ხარ თავხედი უზრდელი...თქვენ გახსოვთ ჩემგან რაიმე შეურაცხყოფა პირადად? უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, თავხედო შენ...წადი სახლში ეხლა", - უთხრა კალაძემ ჟურნალისტს.