ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცება დაგვიანებული არ იყო, მაგრამ შეფერხებას რეალური შედეგები მოჰყვა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა MSNBC-თან ისაუბრა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ახლა რთული ვითარებაა, ვინაიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობა აქვთ საბრძოლო მასალის მხრივ, ხოლო უკრაინული ძალები იძულებულნი არიან საბრძოლო მასალა დაზოგონ.
„უკრაინელები უკვე ოთხი თვეა ცუდად არიან შეიარაღებულები. რუსებს ჰქონდათ ბევრად მეტი საბრძოლო მასალა და უკრაინა იძულებული გახდა საბრძოლო მასალა დაეზოგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მათ უდუდესი სიმამაცე გამოიჩინეს, თავიანთი ქვეყანის დაცვაში, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ ინოფრომაციაზე, უკრაინაში დამატებითი ამერიკელი სამხედრო მრჩევლების შესაძლო გაგზავნის შესახებ.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ნატო-ს საბრძოლო ყოფნა ჯერ კიდევ არ არის დაგეგმილი, თუმცა ალიანსის ქვეყნებს უფლება აქვთ დაეხმარონ უკრაინას და ეს ნატო-ს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს.
”მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირეს ჰყავს {უკრაინის} საელჩოებში სამხედრო ფორმიანი პირები, რომლებიც რჩევებს აძლევენ”, - დასძინა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.