საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერს უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას ეხმიანება.
„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა.
უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
დიდება უკრაინას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.