აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ დახმარების კანონპროექტების დამტკიცება ნათელ გზავნილს უგზავნის მსოფლიოს ამერიკის ლიდერობის შესახებ.
„დღეს, წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინსვლას და მკაფიო გზავნილის გაგზავნას მსოფლიო ასპარეზზე ამერიკული ლიდერობის სიძლიერის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა გამოიჩინეს ერთიანობა აშშ-ის ინტერესების დასაცავად მსოფლიოში.
აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, სწრაფად დაუჭიროს მხარი კანონპროექტს და გამოაგზავნოს ის "რათა ხელი მოვაწერო მას, როგორც კანონს და ჩვენ სწრაფად გავუგზავნოთ უკრაინას იარაღი და აღჭურვილობა, რათა დააკმაყოფილოს მისი სასწრაფო საჭიროებები ბრძოლის ველზე".
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.