უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემას იგრძნობენ როგორც ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე, ასევე უკრაინის ქალაქები და სოფლები.
„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით: ამერიკული მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც საგრძნობი იქნება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რუსული ტერორის ქვეშ იმყოფებიან, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების პაკეტს და პირადად სპიკერს, მაიკ ჯონსონს. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ პაკეტის განხილვა აშშ-ის სენატში და მისი გაგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის "საკმაოდ სწრაფი იქნება".
„ჩვენ ვაფასებთ მხარდაჭერის ყოველგვარ გამოვლენას ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობისადმი, ჩვენი ხალხისა და ჩვენი სიცოცხლისადმი, რომელიც რუსეთს ასე სურს ნანგრევებში დამარხოს. სწორედ ამერიკის ლიდერობა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, იმისათვის, რომ მსოფლიოში შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ეფუძნება წესებს და ყველა ხალხის ცხოვრების პროგნოზირებადობას.
ეჭვგარეშეა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ხალხის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასრულების მოსაახლოებლად - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.