თეთრი სახლი უკრაინისთვის თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე მუშაობს, რათა უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბლოკადა დაძლიოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს რამდენიმე წყაროს ცნობით, აქტიურად განიხილებოდა ორი ტიპის მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის - Harpoon და Naval Strike Missile უკრაინისთვის ან პირდაპირი მიწოდების ან ევროპელი მოკავშირის გზით გადაცემის საკითხი.
აპრილში ვოლოდიმირ ზელენკიმ პორტუგალიას Harpoon-ის რაკეტების გადაცემის თხოვნით მიმართა. ამ რაკეტების სროლის მანძილი თითქმის 300 კმ-ია.
მაგრამ სააგენტო აღნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც უკრაინას რაკეტების მიღების შესაძლებლობას არ აძლევს.
პირველყოვლისა, შეზღუდულია სანაპიროდან Harpoon-ის რაკეტების გაშვებისთვის პლატფორმის წვდომა. ეს ტექნიკურად რთული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ძირითადად ეს რაკეტები საზღვაო ბაზირებისაა.
სააგენტოს წყაროების, ამერიკელი მაღაჩინოსნების განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის ამერიკული ხომალდიდან გამშვები დანადგარის მოხსნაზე.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, შავი ზღის ოპერატიულ ზონაში ამ დროისათვის განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 20-მდე ხომალდი, მათ შორის წყალქვეშა ნავი.
წყაროების ცნობით, რამდენიმე ქვეყანა მზად იქნება უკრაინაში Harpoon-ის რაკეტები გაგზავნოს. მაგრამ არავის უნდა იყოს პირველი ან ერთადერთი ქვეყანა. რომელიც ამას გააკეთებს, რადგან შიშობს რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების გამო, თუ რუსულ გემს მათი არსენალის რაკეტა ჩაძირავს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ამჟამად ერთ-ერთი ქვეყანა ფიქრობს პირველი იყოს და განიხილავს უკრაინისთვის რაკეტის გადაცემის შესაძლებლობას.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც კი ეს "კარგად შეიარაღებული" ქვეყანა რაკეტების გაგზავნას გადაწყვეტს, სხვებიც მის მაგალითს მიჰბაძავენ.
სხვა მხრივ, Naval Strike Missile-ს რაკეტა შესაძლებელია გაიშვას უკრაინის სანაპიროდან და გააჩნია 250 კმ-ის სროლის მანძილი. ამის გარდა, რაკეტის გაშვების სწავლებას 14 დღე დასჭირდება.
წყაროს ინფორმაციით, Naval Strike Missile ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ნაკლებად რთულად მიიჩნევა, ვიდრე Harpoon-ის რაკეტა, ამიტომ ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინას გადასცენ მობილური სახმელეთო გამშვები დანადგარები, რომლებიც მათ აქვთ, ქობინები კი ნორვეგიაშია.