კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა.
ახალაიას განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლა მას არ უკავშირდებოდა.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, ადვოკატის მეშვეობით გაიგო სასწრაფოს გამოძახების შესახებ.
„არ ვიცი რას ნიშნავდა. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა“,- აღნიშნა ახალაიამ.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალაია შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.