თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარის თქმით, გასათვალისწინებელია გიორგი ჩახუნაშვილის პროფესია, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება 20 ათას ლარიანი გირაოს ოდენობით.
ჩახუნაშვილი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.