მედიის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვაზე არიან შესულები.
უწყებაში მედიას განუცხადეს, რომ, სუს-ის თანამშრომლები გამოკითხვაზე პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან, იმავე საქმეზე იმყოფებიან, რაზეც უწყებაში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულია ბაჩო ახალაიას მეუღლე.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.