თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა გამოკითხვის შემდეგ სუს-ის შენობა დატოვა.
"ძირითადი კითხვა იყო ტყეში რომ ამოთხარეს კადრები, ამ კადრებთან, იმ იარაღთან დაკავშირებულ პირთან, ეს ყოფილა ვინმე ბექა ჭულუხაძე, აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა. თუ მქონდა ნანახი TV იმედის სიუჟეტი და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს... ასევე აინტერესებდათ, თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა, იმიტომ რომ ათასჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი. ჩემი შვილის ნათლია არის მისი შვილი... აინტერესებდათ ვიცნობ თუ არა მურთაზ ზოდელავას... მაგას ვეკითხებოდი ახლა გამომძიებელს, რომ რომელ ტვინში დაიბადა, ვის დაებადა კითხვა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაცა ამოთხრილ იარაღთან, თუმცა იქვე დავუფიქსირე, რომ მე არ მჯერა არანაირი სუს-ის ასეთი დადგმული სპექტაკლების", - თქვა ნადარეიშვილმა უწყების დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, სუსმ-მა 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით"