18 მაისს ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში შესვლის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგობების გამო, კენჭისყრა ვერ ჩაატარეს. იუწყება Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, მოგვიანებით, თურქეთის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ანკარამ შეაჩარე პროცესი.
"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი [შვედეთი და ფინეთი] არ შეიძლება იყვნენ ნატოს წევრები. ჩვენ უბრალოდ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენ წინაშე დგას", - თქვა მან და დასძინა, რომ თურქეთს სურს "მიაღწიოს შეთანხმებას".
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები ბრიუსელში დღეს წარადგინეს.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 16 მაისს განაცხადა, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგია, რადგან "ეს ქვეყნები უარს ამბობენ თურქეთს გადასცენ ქურთისტანი მუშათა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული პირები".
ერდოღანის განცხადებით, აღნიშნულ ქვეყნებს არ აქვთ ტერორისტული სტრუქტურების მიმართ მკაფიო პოზიცია.
18 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ 10-პუნქტიანი მოთხოვნების სია მოამზადა.