კანადა უკრაინას საბრძოლო დრონების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანადა უშუალოდ მონაწილეობს უკრაინაში სამხედრო დრონების წარმოებაში.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ასევე დამატებით 13 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყოფა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებასა და შესყიდვაზე მესამე ქვეყნებიდან.
კანადა ასევე გადასცემს უკრაინას კიდევ Teledyne FLIR-ის ტიპის 100 დრონს, გარდა ადრე დაპირებული 800-ისა. მათი მიწოდება მაისში დაიწყება.
აღნიშნულია, რომ ეს შემოწირულობები ფინანსდება 500 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პროგრამით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ 2023 წლის 12 ივნისს კიევში გამოაცხადა.