„პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.“- ამის შესახებ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 28 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საბოლოოდ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.
„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ეს იქნება მათ შორის 28 აპრილსაც. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის რამდენი არიან. პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.“ - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.