ბელგიის მთავრობამ გადაწყვიტა დააჩქაროს უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა 2024 წლის ბოლომდე, ისე, რომ არ დაელოდოს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებას.
ამის შესახებ ბელგიის პრემიერმა ალექსანდრ დე კროომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადეს.
ბელგიის პრემიერმა უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უდიდესი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ბელგია უკვე არის გამანადგურებლების კოალიციის წევრი და უკვე უზრუნველყო მიწოდებული თვითმფრინავების შეკეთება და უკრაინელი პილოტების მომზადება.
”მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყანა უერთდება ქვეყნების შეზღუდულ ჯგუფს, რომლებიც რეალურად მიაწოდებენ თვითმფრინავებს უკრაინას”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა არ დაასახელა F-16-ების უკრაინაში გაგზავნის კონკრეტული თარიღი, მაგრამ დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თვითმფრინავები წლის ბოლომდე მივაწოდოთ {უკრაინას}, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ იქნება საფრთხის ქვეშ“, - ხაზგასმით აღნიშნა დედონდერმა.