ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში სერბი დარკო ბრასნიოვიჩი იპონით დაამარცხა.
24 წლის ქართველმა კარიერაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და გურამ თუშიშვილმა (100 კგ) მოიპოვეს.