ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. პირველად კონტინენტის პირველობა მან 2020 წელს მოიგო.
გუშინ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 1-ელ მაისს, ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა: ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).