ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ჩეხი ვერა ზემანოვა იპონით დაამარცხა.
22 წლის სპორტსმენმა კარიერაში პირველად მოახერხა კონტინენტის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია. საქართველოს ნაკრების ქალ ძიუდოისტთა შორის, ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
დღესვე, ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავეს ჯაბა პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ). პაპინაშვილი და მარგველაშვილი ბრძოლას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ. ჩხვიმიანს კი ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
30 აპრილს ტატaმზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) იასპარეზებენ.