საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" იქნება.
ცოტა ხნის წინ, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდა საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
გადაწყვეტილება სპეციალური კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო.
სპეციალური კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
ოთარ ბუბაშვილი
გოგი გვახარია
ლაშა ბაქრაძე
ნანა დოლიძე
რამაზ ხოტივარი
ალეკო ცაბაძე
გიორგი შველიძე
სალომე დემურია
ია შუღლიაშვილი
მაკო ჭილაშვილი
ანა ჭყონია
მარიამ ხაჭვანი
ვაკო კირკიტაძე
ლაშა ცქვიტინიძე
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოდა:
"დასაწყისი" – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
"უარყოფითი რიცხვები" – რეჟისორი უტა ბერია
"ურსუსი" – რეჟისორი ოთარ შამათავა
ფილმი "დასაწყისი" იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.
ცოტა ხნის წინ, კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. მანამდე "დასაწყისი" ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.