ქართული კინოს ტრიუმფი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ფილმისთვის "დასაწყისი" დაჯილდოვდნენ:
დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი;
ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი;
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი;
აღსანიშნავია, რომ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - "ოქროს ნიჟარა" საუკეთესო ფილმისთვის ასევე წილად ხვდა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს "დასაწყისი".