დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "დასაწყისი" ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სულ მალე ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც "დასაწყისი" ფესტივალის მთავარი ჯილდოს - "ოქროს ნიჟარის" მოსაპოვებლად იბრძოლებს.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "დასაწყისი” რამდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება.
2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი "უხილავი სივრცეები" წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა" აჩვენეს სექციაში "რეჟისორთა ორკვირეული".
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი – დეა კულუმბეგაშვილი
სცენარის ავტორები – დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი
მთავარ როლებში – ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი
ოპერატორი – არსენი ხაჩატურანი
მონტაჟი – მეთიუ ტაპონიე
საუნდსკეიპი – ნიკოლას ჯაარი
მხატვარი – გურამ ნავროზაშვილი
კასტინგი – ლელი მიმინოშვილი
კოსტუმები – ქეთი კალანდაძე
პროდუსერები – OFA (საქართველო), First Picture, Zadig Films (საფრანგეთი)
აღმასრულებელი პროდუსერი – კარლოს რეიგადასი
საერთაშორისო გაყიდვები – Wind Bunch
"დასაწყისი" გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.