შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს.
წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტისთვის წაყენებულ ორ ბრალდებას ცალცალკე უყარა კენჭი.
კენჭისყრამდე კონგრესის ქვედა პალატაში 12-საათიანი დებატები გაიმართა.
პალატამ პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დასდო.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებას მხარი 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 197 წინააღმდეგ წავიდა.
კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებას მხარი 229-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 198 წინააღმდეგ წავიდა.
საკითხი განსახილველად სენატს გადაეცემა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. რაც ქმნის მოლოდინს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ტრამპის სასიკეთოდ გადაწყდება.