ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმიანება.
„გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც როგორც სამთავრობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის იყო.
კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს.
ევროპა სრულად უჭერს მხარს უკრაინას.
ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
მკვლელობები უნდა დასრულდეს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.