დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთი აუცილებლად შეეცდება ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას.
„Newsnight“-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თუ კრემლი სამხედრო მოქმედებებს გააფართოვებს, აშშ და მისი ნატო-ელი მოკავშირეები იძულებული იქნებიან „პუტინს სამხედრო წაინააღმდეგობა გაუწიონ“, - იუწყება The Independent.
პენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დამხმარე როლს ასრულებს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ევროპელი მოკავშირეებს წინა ხაზზე მოუწევთ ყოფნა.
პოლიტიკოსმა ასევე შეაქო „მსურველთა კოალიცია“ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისთვის.
მისი თქმით, ეს ინიციატივები ქმნის პირობებს ხანგრძლივი მშვიდობისთვის და აიძულებს კრემლს, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს.