მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ოქროს ფასმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ტროის უნცია ოქრო 0,3 პროცენტით, 1280,8 დოლარამდე გაძვირდა. ექსპერტები არსებულ გარემოებას მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ შეშფოთების შენარჩუნების ფაქტორით ხსნიან.
ექსპერტების აზრით, ბაზრებზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომამდე, რომელიც 21 სექტემბერს არის დაგეგმილი, გაურკვევლობაა გამეფებული. სხდომაზე, შესაძლოა, ახალი ფულად-საკრედიტო შესუსტების პოლიტიკა მიიღონ, ასევე დასწიონ ამერიკის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი.
2010 წლის დასაწყისიდან ოქრო 20 პროცენტით გაძვირდა. ექსერტთა აზრით, ოქროს ფასის ზრდა, შესაძლოა, 10 წელი გაგრძელდეს, რაც 1920 წლის შემდეგ ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი იქნება
კრიზისის დროს ინვესტორებისთვის ეკონომიკაში ოქრო განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. ინვესტორები ძვირფას ლითონს განიხილავენ, როგორც საიმედო ალტერნატივას არასტაბილურ ვალუტასთან შედარებით. ხშირად გლობალურ ეკონომიკაში არასტაბილურობის პერიოდში ოქრო ინვესტორებს ეხმარება არამხოლოდ შეინარჩუნონ თავისუფალი ფულადი რესურსები, არამედ გაზარდონ კიდეც.