აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელი კატარზე თავდასხმების გამო გააფრთხილა და სუფრთხილისკენ მოუწოდა. იუწყება AFP.
ტრამპმა კატარს შეერთებული შტატების „კარგი მოკავშირე“ უწოდა. „კატარი ძალიან კარგი მოკავშირე იყო. ისრაელი და ყველა დანარჩენი, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ხალხს ვესხმით თავს, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - თქვა მან.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა კატარში მდებარეობს.
ისრაელის მიერ კატარის დედაქალაქ დოჰაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, „ჰამასის“ ხუთი წევრი და კატარის უსაფრთხოების ერთი ოფიცერი დაიღუპა.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა დარტყმის შემდეგ, თუმცა „ჰამასის“ ლიდერების მკვლელობას „ღირსეული მიზანი“ უწოდა.
ისრაელის ქმედებები დაგმეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა.