პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ბერლინში ვიზიტამდე, გერმანიის მთავრობის კომისარმა პოლონეთის საკითხებში კნუტ აბრაამმა კიდევ ერთხელ უარყო გერმანიის მიერ პოლონეთის რეპარაციების გადახდის მოწოდებები.
აბრაამის განცხადებით, [რეპარაციების] სანაცვლოდ, ბერლინს შეუძლია, ვარშავას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს.
"რეპარაციების საკითხი იურიდიულად მოგვარებულია", - თქვა მან.
მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, აუცილებელია გერმანიის ვალდებულებების თანამედროვეობის შესაბამისად კონვერტაცია პოლონეთის მიმართ.
"გერმანია და პოლონეთი "ერთმანეთის გვერდით დგანან" და გერმანიის მთავრობამ ეს „სამხედრო საშუალებით და ფინანსურად" უნდა დაადასტუროს", - დასძინა აბრაამმა.
"პოლონეთის პრეზიდენტისადმი გზავნილი უნდა იყოს შემდეგი - პოლონეთის უსაფრთხოების გაძლიერება გერმანიის უსაფრთხოების გაძლიერებაა, იქნება ეს ფინანსური დახმარება, შეიარაღების სისტემები თუ ბუნდესვერის დანაყოფები", - თქვა მან.
16 სექტემბერს პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა გერმანიას. მას გერმანიი ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერი შტაინმაიერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიღებენ.
ნავროცკიმ არაერთხელ ისაუბრა პოლონეთის მიმართ გერმანიის მიერ რეპარაციების გადახდის აუცილებლობაზე, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე 1-ელ სექტემბერს, პოლონეთში გერმანიის შეჭრის წლისთავზე.