14 სექტემბერს, საღამოს, ლოს ანჯელესში წლის მთავარი სატელევიზიო პრემიის, Emmy-ის დაჯილდოების 77-ე ცერემონიალი გაიმართა.
საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა The Pitt. 15-ეპიზოდიანი სერიალის მოქმედება პიტსბურგის გამოგონილი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ვითარდება.
საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა The Studio, ხოლო საუკეთესო მინი-სერიალად ბრიტანული Adolescence, რომელიც 4 ეპიზოდში მოგვითხრობს თანაკლასელის მიერ მოზარდი გოგონას მკვლელობის ისტორიას. თითოეული ეპიზოდი დანაშაულს განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოაჩენს.
ნომინაციაში საუკეთესო კაცი მსახიობი დრამატულ სერიალში გაიმარჯვა ნოა უაილმა, სერიალ The Pitt-ში შესრულებული როლისთვის.

დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციში ჯილდო ბრიტ ლოუერს გადაეცა სერიალში Severance შესრულებული როლისთვის.

კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო სეთ როგენმა მიიღო სერიალ The Studio შესრულებული როლისთვის, ხოლო კომედიურ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ჯინ სმარტმა ფილმისთვის Hacks.

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ემის მფლობელი 15 წლის ოუენ კუპერი გახდა, რომელმაც მინი-სერიალში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მოიპოვა სატელევიზიო ჯილდო.

კუპერმა შეასრულა 13 წლის მკვლელის როლი სერიალში Adolescence, რომელმაც სულ 8 ემი მოიპოვა.
გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.