ევროპა ჯერ კიდევ შორს არის კრემლის შესაკავებლად საჭირო სამხედრო ძალის განვითარებისგან. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა. ამის შესახებ მან The Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის, ნატო-სთვის და მსოფლიოს ყველა საღად მოაზროვნე ქვეყნისთვის. როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ვსაუბრობდით [წარსულში], ჩვენ ცოტა პარანოიდებადაც კი მიგვიჩნიეს. მაგრამ ახლა ყველაფერი, რაზეც ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და სკანდინავიაში ვლაპარაკობდით, რეალობად იქცა“, - თქვა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ გასულ კვირას პოლონეთში სულ მცირე 19 რუსული დრონის შეჭრა ნატო-ს „საჰაერო სივრცის გამოცდის“ პირველი შემთხვევა იყო.
მიხალმა გამოთქვა რწმენა, რომ ალიანსის რეაქციამ „გამოცდა დამაჯერებლად გაიარა “, თუმცა ის ასევე ფიქრობს, რომ ევროპა ჯერ კიდევ შორს არის კრემლის შესაკავებლად საჭირო სამხედრო ძალის განვითარებისგან.
„ევროპას დიდი დრო დასჭირდება, რომ უფრო გაძლიერდეს. ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.