14 სექტემბერს, გვიან ღამით, სუმის ოლქში, სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
სუმის ოლქის პროკურატურის ცნობით, ოკუპანტებმა დარტყმები იმ დროს განახორციელეს, როდესაც ადამიანები მოსავალს აბინავებდნენ.
„14 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, წინასწარი მონაცემებით, მოწინააღმდეგემ სუმის ოლქის ახტირსკის რაიონის ბორომლიანსკის თემში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, დაშავდა 12 ადამიანი, რომლებიც მოსავლის აღებაში იყვნენ ჩართული“, - აღნიშნულია ონფორმაციაში.
გარდა ამისა, დაზიანდა დაახლოებით 30 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.