პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას "საუკეთესო გამოსვლლად~ აფასებს. ეს განცხადება მაჭავარიანმა პარლამენტში ჟურნალოსტებთან საუბრისას პერზიდენტის გამოსვლის კომენტარისას გააკეთა.
"პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა ერთ-ერთი სწორად ჩამოყალიბებული გამოსვლა იყო ეკონომიკასთან დაკავშირებით, რადგან აქ იყო ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა. თუ საითკენ მიდის ეს ხელისუფლება,~ - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშეწყობა და ამით ქვეყნის გაერთიანება.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომ ინდოელი, ფრანგი, ამერიკელი ინვესტორი დაინტერესებული იყოს საქართველოში ფულის ჩადებით და არა თავის ქვეყანაში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესმენი, ვინც ფულს იშოვის, ჰქონდეს ინტერესი, რომ ეს ფული საქართველოში დატოვოს. ეს არის ჩვენი ინტერესი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს და სოციალურ საკითხებში ჩადებულ მეტ ფულს,~ - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა კარგი იდეები და ახლა მთავარი ამ იდეების ხორცშესხმაა.
`ახლა ბევრია გასაკეთებელი. ერთი გამოსვლით საქმე არ მთავრდება. საქამე იწყება და მე მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა,~ - აცხადებს მაჭავარიანი.