ყირგიზეთში პოლიტიკოსები გამოდიან ინიციატივით, რომ დედაქალაქ ბიშკეკს სახელი გადაერქვას და ეწოდოს მანასი, მე-18 საუკუნით დათარიღებული ყირგიზული ეპიკური პოემის გმირის სახელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტისა და რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მომავალში, პოლიტიკურად არაეთიკურ მმართველებს დედაქალაქისთვის საკუთარი სახელის დარქმევისგან თავს შეაკავებინებს.
ინიციატივის მიზეზი, მეზობელი ყაზახეთის გადაწყვეტილება გახდა, სადაც დედაქალაქ ასტანას ექსპრეზიდენტის სახელი, ნურსულთანი დაერქვა. პირველი პრეზიდენტის, რომელიც 30 წლის მმართველობის შემდეგ დაღლილობის გამო გადადგა.
ზოგიერთმა ყირგიზმა პოლიტიკოსმა იდეის ავტორს ურჩია დედაქალაქის ნაცვლად, თავისი სახელი გადაიკეთოს და მანასი დაირქვას, ზოგმა კი აღნიშნა, რომ სჯობს ეკონომიკა ყაზახეთის დონემდე აამაღლონ და შემდეგ იმსჯელონ მსგავს სისულელეზე.
მანასი ყირგიზი ხალხის ეროვნული ეპოსია. მოქმედება ხდება ანტიკურ ხანაში, სადაც მანასისა და ინდოეთის პრინცები, ხითანისა და რავიეს ტომის ხალხებს ებრძვიან. სამტომიან ეპოსში, პირველი ტომი მანასს, მეორე მის შვილსა და მესამე მის შვილისშვილს შეეხება. 1995 წელს ყირგიზმა ხალხმა მანასის ისტორიის 1000 წელი იზეიმა, თუმცა მეცნიერები დღმდე დაობენ ისტორიული ფაქტის ზუსტ თარიღზე.