ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ მან განცხადება გააკეთა. ნაზარბაევის თქმით, ის დაიღალა.
არჩევნებამდე ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის სენატის სპიკერი ქასიმ ჟომართ ტოკაევი შეასრულებს.
ნაზარბაევი ყაზახეთს 1990 წლიდან მართავს. 2015 წელს ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.