ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ეწოდა. ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატებმა, მეორე მოსმენით კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად, დედაქალაქისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ.
"მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება", - განაცხადა ყაზახთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ნურლან ნიგმა ტულინმა
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ტოკაევმა წინადადება დააყენა დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევაზე.