კვლევის თანახმად, რომელიც CRRC-საქართველომ ჩაატარა, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან.
ამასთანავე, გამოკითხულთა, დაახლოებით, მესამედი (32%) თვლის, რომ მოსამართლეები საქართველოში სამართლიანები არ არიან, ხოლო მათ პროფესიონალიზმში ეჭვი გამოკითხულთა 22%-ს ეპარება.
რაც შეეხება ნდობას, გამოკითხულთა 41% საქართველოს მოსამართლეებს არ ენდობა. ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.
კვლევა 30 აგვისტოდან 15 სექტემბერამდე პერიოდშია ჩატარებული.
CRRC-ის ცნობით, მთლიანობაში გამოიკითხა 2,080 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI – Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით.