აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განახლებული ინფორმაცია ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ღეს, ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
აშშ აცხადებს, რომ ორივე მხარემ, რომლებიც ამ კვირაში ვაშინგტონში პირისპირ შეხვდნენ, დაადასტურეს, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთთან ომში არ იმყოფება და მზად არიან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოონ, აშშ-ის შუამავლობით.
ცეცხლის შეწყვეტა აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.
განცხადების თანახმად, შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს ორმხრივი თანხმობით, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი გამოჩნდება.
ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აშშ კვლავ ხაზს უსვამს ისრაელის უფლებას „ნებისმიერ დროს მიიღოს ყველა საჭირო თავდაცვითი ზომა“ დაგეგმილი, მოსალოდნელი ან მიმდინარე თავდასხმების წინააღმდეგ.
ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ ლიბანის მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა მის ტერიტორიაზე ჰეზბოლამ და სხვა არაკონტროლირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ისრაელზე თავდასხმები ვერ განახორციელონ.
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ ლიბანის სუვერენიტეტსა და ეროვნულ თავდაცვაზე ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ლიბანის სახელმწიფოს ეკისრება.
ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ს სთხოვეს, რომ გააგრძელოს ორი ქვეყნის შორის მოლაპარაკებების წარმართვა, რათა დარჩენილი საკითხები საბოლოოდ მოგვარდეს.
შეთანხმება მიზნად ისახავს დაძაბულობის დროებით შემცირებას და შესაძლო უფრო ფართო სამშვიდობო პროცესის დაწყებას.