უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ლოგისტიკური გზა დონეცკის გარშემო დრონების კონტროლქვეშაა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვის“ პირველი კორპუსი იუწყება.
აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების პილოტები ნადირობენ რუსეთის ლოჯისტიკაზე შორეულ საოპერაციო ზონაში და დრონები აკონტროლებენ ყველა სატრანსპორტო მარშრუტს დონეცკის ირგვლივ.
„ზუგრესი, ანდრეევკა, სტარობეშევო, გორლოვკა, ლისიჩანსკი, დონეცკის შემოვლითი გზა — ამ მარშრუტებზე აქტიური მუშაობა აჩვენებს რუსეთის საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემის არაეფექტურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„აზოვში“ აღნიშნავენ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოკუპანტები ამ ტერიტორიებზე თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
„მაგრამ ამიერიდან ყველა სამხედრო სამიზნე, რომელიც დონეცკის გარშემო გზებზე გადაადგილდება, განადგურდება. ოკუპანტებისთვის უსაფრთხო ზურგი არ არსებობს. დამალვა და თავის დაცვა შეუძლებელია“, - აღნიშნულია „აზოვის“ განცხადებაში.