"ოსკარის" ჯილდოს გადაცემის ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება ლოს ანჯელესის კინოთეატრ „Dolby Theatre“-ში. ამის შესახებ ამერიკის კინოაკადემიამ განაცხადა.
ცნობილია, რომ პრესტიჟული ჯილდოს მონაწილეების შერჩევა დაიწყება 2019 წლის 7 იანვრიდან და 14 იანვარს დასრულდება, ხოლო ნომინანტები გამოცხადდებიან 22 იანვარს.
მოსალოდნელია, რომ „ოსკარის“ დაჯილდოვების 91-ე ცერემონია გაშუქდეს მსოფლიოს 225 ქვეყანის პირდაპირი ეთერით.