ახალ საგდასახდო კოდექსთან დაკავშირებული ვნებათა ღელვა სპეციალისტებისა და პროფესიონალიების შენიშვნებს და მთავრობის მიერ ცაკლეული შენიშვნების გათვალისწინებას არ გასცილებია. მის ავ- კარგიანობაზე მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, როდესაც რეალურ "ცხოვრებას დაიწყებს" და თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე, ანუ ჯიბეზე იგრძნობს თუნდაც კომუნიკაციაზე და ალკოჰოლურ პრიდუქციაზე აქციზის დაწესებით და ზრდით საკუთარი ბიუჯეტის შემცირებას და რა თქმა უნდა მაკონტროლებელთა სუსხს კოდექსის არაინტერპრეტირებადი მუხლების მოთხოვნების შესრულებისას.
მოკლედ, ახლადაგებული ტაძრისა და ახლად დაწერილი წიგნის არ იყოს, ახალი კოდექსს მაქებარიც მრავლად ჰყავს და დამფრთხალი თვალებით მომზირალნიც. თუ მაქებარნი ბიუჯეტში სოლიდური თახების შემოდინებას ელიან, დამფრთხალნი იმაზე ფიქრობენ, რამდენად შეძლებენ ახალი კოდექსის პირობებში საკუთარი ბიზნესის წარმატებულად გაძღოლას. ისე სკეპტიკოსთა განცხადებებს თუ დავუჯერებთ ახალ კოდექსში ნაღმები რომ არ იდოს, მთავრობა ასე ადვილად არ დათანხდებოდა განათლებისა და სამედიცინო სფერობის დღგ-ს დაბეგვრაზე უარს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში მთავრობის მხრიდან ახალი გადასახადის შემოტანის მცდელობას უარყოფითად აფასებს.
ლევან კალანდაძე: ახალი დაბეგვრის რეჟიმის შემოტანის საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტში დამატებითი გადასახადების მობილიზება იყო. მით უმეტეს, რომ დღეისათვის საგადასახადო შემოსავლების კუთხით ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები აქვს. მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად გაზარდის ის არეალი და ბაზა, რომლის საფუძველზეც შემდგომ დამატებითი შემოსავლების მობილიზებას უზრუნველყოფს.
_ თუმცა განათლება და ჯანდაცვა იმდეგან მგრძნობიარე სფეროებია, რომ ხელისუფლებას იმთავითვე უნდა სცოდნონდა, ამ მიმართულებით, რომ წინააღმდეგობას წააწყდებოდა.
_ განათლებისა და სამედიცინო სფერო ეს ის სფეროებია, რომელიც კაპიტალტევად სფეროს წარმოადგენს და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შემოტანით გარკვეული შემოსავლების მობილიზება მოხდებოდა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დაბევრის ახალი რეჟიმის შემოტანა ბიზნესთან ურთიერთობაში სავაჭრო თემაც ყოფილიყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ორი სფეროს დაბეგვრით საზოგადოება მკვეთრად ნეგატიურად განეწყო და ასე ვთქვათ მთავრობამ უკან დაიხია და მათ დაბეგვრაზე უარი თქვა.
_ მნიშვნელოვანია დაბევრის შემოღების ეკონომიკური არსი რაში მდგომარეობდა?
_ დღგ არის არაპირდაპირი გადასახადი, არაპირდაპირ გადასახადს კი კომპანია და ცალკეული ბიზნესი არ იხდის. ამ კონკრეტულ შემთხვევებში განათლებისა და ჯანდაცის დაწესებულებები დღგ-ს არ გადაიხდიდნენ, პირიქით გადასახადს მომხმარებელი გადაიხდიდა. სწავლის პროცესის დღგ-თი დაბევრა ყველა შემთხვევაში სწალის საფასურის გაზრდას გამოიწვევდა, რაც თავისთავად მოსწავლისა და მშობლის გადასახდელი იქნებოდა. ამდენად სახელმწიფოს მხრიდან ეს არ იყო სოციალური დატვირთვის მატარებელი ნაბიჯი.
როცა სახელმწიფოს თავისი ორიენტირი და პრიორიტეტი აქვს გამოკვეთილი, კონკურენტუნარიანი სისტემების ჩამოყალიბებაზე, განახლებაზე და მდგრადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაზე და ამბიცია აქვს, რომ რეფორმა გაგრძელდეს _ დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმის შემოღება სწორედაც რომ დააზარალებდა არა მხოლოდ იმ საზოგადოებას, რომელსაც გადასახადის გადახდა მოუწევდა, არამედ დააზარალებდა თავად ამ სფეროებსაც. უფრო მეტიც განვითარების თვალსაზრისით, გარკვეული ბარიერებიც კი შეექმნებოდა.
_ როდესაც მთავრობამ ჯანდაცვისა და განათლების სფეროს დაბეგვრის ახალ რეჟიმზე უარი თქვა, ასეთ ფონზე საიდან შეივსებს ის იმ დეფიციტს რომელიც, რომელიც სავარაუდოდ ამ მიმართულებიდან მიღებული შემსავლით უნდა მიეღო?
_ არ ვიცი საიდან შეივსება. ეს ჰიპოტეკური დაშვებაა, რომ აქედან შეიძლებოდა შევსებულიყო ბიუჯეტი, ეს ხომ აპრიორი არ ყოფილა განსაზღვრული. 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ფინანსთა სამინისტროს ეს გადასახადი გათვალისწინებული არ ჰქონია.
_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან როდესაც სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდაზე მიდგა საბუარი, ფინანსთა მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ბიუჯეტი დეფიციტს სწორედ ამ გადასახადის გაზრდის ხარჯზე შეივსებდა. შესაბამისად ბიუჯეტს დღგს გადასახადის დაწესებით გარკვეული შემოსავლის მიღების იმედი ქონდა.
_ არც სპირტიანი სასმელების აქციზის გადასახადის ზრდა მიმაჩნია სწორ მოვლენად. ჩვენ თუ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გადასახადებს არ ვზრდთ, შესაბამისად არანაირი გადასახადი არ უნდა გავზარდოთ. გადასახადის გაზრდა იმ პრინციპით, რომ რაღაც გადასახადის ნაკლებობა ჩავანაცვლოთ სხვა გადასახადის განაკვეთის გაზრდით არასწორი მიდგომაა. ამის საპირისსპიროდ განსხვავებული არგუმენტი მაქვს, ხომ შეიძლება ადმინისტრაციული ხარჯები შევამციროთ და ამით გადასახადების შემცირებით გამოწვეული დეფიციტი ჩავანაცვლოთ?!
_ როდესაც მთავრობა აქციზის გადასახადს ზრდის, არღვევს თუ არა ამით "საბიუჯეტო კოდექსს", სადაც ნათლად წერია რომ ახალი გადასახადის შემოტანა, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდა ან კლება უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით...
_ პრინციპში ამით საბიუჯეტო კოდექსის არსი ირღვევა, მაგრამ საბიუჯეტო კოდექსის ბოლო ვარიანტში ჩაიწერა, რომ რეფერენდუმი არ ეხებოდა მხოლოდ აქციზის გადასახადს. თავიდან იყო გაჟღერებული, რომ ეს ყველა ტიპის გადასახადზე ვრცელდებოდა, თუმცა მიღებულ ვარიანტში უკვე წერია, რომ ეს არ ეხება მხოლოდ აქციზის გადასახადს.
_ მაშინ გამოდის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო კოდექსის დაწერისას უკვე იცოდა, რომ ქვეყანაში აქციზის გადასახადი გაზრდიდა და ეს ზრდა მთლად ახალი საგადასახადო კოდექსის ცალკეული პრინციპებიდან გამომდინარე არ ყოფილა.
_ მთავრობამ გააკეთა ისე, რომ ლავირების საშუალება მისცემოდა. ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა, რომ გადასახადის ზრდა მოუწევდა.
_ გასაგებია თუმცა კომუნიკაციის სფეროს დაბევრით რამდენად დიდი იქნება ფისკალური ეფექტი?
_ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს კომუნიკაციის აქციზი. აქციზის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აქციზის იბეგრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია ან ფუფუნების საგანი. თუმცა საკომუნიკაციო მომსახურეობა არც ფუფუნების საგანია და არც სიცოცხლისათვის საშიშად მიიჩნევა. შესაბამისად ამ აქციზის შემოღებას ლოგიკურობა თან არ ახლავს. ხელისუფლება აცხადებს, რომ საკომუნიკაციო სფეროზე აქციზის გადასახადი შემოაქვს იმიტომ რომ კომუნიკაციების სექტორს დიდი მოგება აქვს.
_ გამოდის რომ ხელისუგლება ებრძვის მოგებას?
_ იგივე შემიძლია გავიმეორო, გამოდის რომ ხელისუგლება ებრძვის მოგებას? ანუ ვებრძვით ქონების დაგროვებას და ბიზნესის განვითარებულობაზე ორიენტირებულობას? ხვალ რომ მოგების მაღალი მარჟა სადაზღვეო კომპანიებს ქონდეთ, აქციზის გადასახადი მათაც დავუწესოთ? ეს ლოგიკა არაა სწორი და განცხადებები რომ ეს არ გაზრდფის მომსახურეობის ტარიფს არასწორი მიდგომაა. საკომინიკაციო მომსახურეობის მომხმარებელს ტარიფი აპრიორი გაეზრდება, რადგანაც ამ აქციზის გადამხდელი თავადაა
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე