საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულ ახალ პოლიტიკურ ძალას „შენების მოძრაობა“ ერქმევა.
სხვა წევრებთან ერთად ახალ პოლიტიკურ გუნდში „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები ვახტაგ ხმალაძე და ფრიდონ საყვარელიძე, ასევე, მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ინფრასტრუწტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და "ეროვნული ფორუმის" ყოფილი თავმჯდომარე კახა შარტავა იქნებიან.
როგორც მოძრაობის დაფუძნებლები აცხადებენ, „შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.
„შენების მოძრაობის“ წევრების სრული სია კი ასე გამოიყურება:
- აბაშიძე ლევანი - ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი;
- გელაშვილი გელა - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
- გოგლიჩიძე ალუდა - განათლების პოლიტიკის ექსპერტი;
- გურიელი ნინო - მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
- დადიანი ანდრო - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
- დანელიშვილი გოგა - ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი;
- ეპიტაშვილი გიორგი - იურისტი, ბიზნესმენი;
- ზარანდია ტარიელი - ეკონომისტი, ბიზნესმენი;
- თაქთაქიშვილი გიორგი - ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
- თოხაძე მანუჩარი - ეკონომისტი, საჯარო მოხელე;
- კანაშვილი გიორგი - კონფლიქტოლოგი, დოქტორანტი;
- კვანტალიანი ეკატერინე - სტუდენტი;
- ლანდია ნათია - ჯანდაცვის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის დოქტორანტი;
- მურვანიძე თეიმურაზი - სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი;
- მჭედლიძე გურამი - ეკონომისტი;
- საყვარელიძე ფრიდონი - მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი;
- სიმონიშვილი სოსო - ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი;
- უსუფაშვილი დავითი - იურისტი, პოლიტიკოსი;
- ქობალია ნათია - ეკონომისტი, პოლიტოლოგი;
- შავიშვილი რეზო - ფიზიკოსი, პოლიტიკოსი;
- შარტავა კახა - კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია;
- შერგელაშვილი თენგიზი - ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი;
- ჩხუტიშვილი ილია - ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი;
- ხეჩინაშვილი გია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ხმალაძე ვახტანგი - ფიზიკოსი, დოქტორი, კონსტიტუციონალისტი;
- ჯაბიძე გოჩა - ეკონომისტი;