აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ გააჩნიათ სტრატეგიული შესაძლებლობები ომის სწრაფად დასასრულებლად და რომ შეერთებული შტატები უსასრულოდ ვერ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, თუ პროგრესი არ იქნება.
რუბიოს თქმით, ომი ჩიხში შევიდა და არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს ჯერ არ გააჩნიათ საკმარისი სტრატეგიული რესურსები სწრაფი გამარჯვებისთვის.
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო ინიციატივების გაჭიანურება მხოლოდ ჰუმანიტარულ კრიზისს გააღრმავებს და ორივე მხრიდან მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება. ამის მაგალითად, რუბიომ მოიყვანა ბოლო სარაკეტო დარტყმა სუმზე ბზობის დღეს, რის შედეგდაც 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ეს მოკლევადიან პერიოდში. ეს შემიძლია გითხრათ: ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ნამდვილად არ არის. არც ერთ მხარეს არ აქვს სტრატეგიული პოტენციალი სწრაფად დაასრულოს ეს ომი. ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომავალი წლის განმავლობაში თავიდან ავიცილოთ ათასობით ადამიანის სიკვდილი. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეს," - თქვა რუბიომ.
რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ სამი წელი და მილიარდი დოლარი დახარჯა უკრაინისა და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად. თუმცა, შეერთებული შტატები არ არის მზად, განუსაზღვრელი ვადით ჩაერთოს მოლაპარაკებებში, თუ მხარეები არ გამოავლენენ მშვიდობის რეალურ სურვილს.
”ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ეს მანამდე, ვოდრე საჭირო იქნება, მაგრამ არა განუსაზღვრელი ვადით, არა პროგრესის გარეშე”, - აღნიშნა რუბიომ.